|
2020-09-22 01:38:16, 750 ნახვა
კომენტარი
გიორგი ყიფიანი - გავაშელიშვილი არის სიმბოლო, როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის
„გავაშელიშვილი არის სიმბოლო, როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის და გამარჯვებისთვის“ , - ამის შესახებ „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მან გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „ლოკოს“ შემტევს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს. „2019 წლის იანვარი, საგურამოს ბაზა ოფისში მივედი. ვიცი რომ გავაშას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ აქამდეც ქონია რაღაც მიკრო ტრავმები და ვფიქრობ რომ ისეთი არაფერია... ველოდები გიორგი ჩანგელიას (ჩვენი გუნდის მთავარ ექიმს) რომ მოვიდეს და გვითხრას რა ხდება. კარი იღება, შემოდის ჩანგელა: - ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავი... გავაშას ძალიან ცუდი ანალიზი აქვს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. - რა ჭირს ჩანგელ? (ვეკითხებით გაფითრებული...) - ავთვისებიანი სიმსივნე. - ეხლა მივიღეთ პასუხი კლინიკიდან... ყურებში რაღაც წუილი ჩამერთო და კაი ხანი არ გავიდა. მეც და მთელი სტაფი ჩუმად ვიდექით. დაინიშნა უმძიმესი და გრძელვადიანი მკურნალობა. - ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული და მოკლედ ათასი წვალება... აი ისეთი რა, რო ვერ უძლებენ! აი ამ ფოტოზე, 2020 წლის 17 სექტემბერია - გავაშა მოსკოვის დინამოს კარში, თავის მეორე გატანილ გოლს ზეიმობს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემთხვევა ჩემთვის არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლითვის და გამარჯვებისთვის... დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენთან ერთად გაეხარდა ეს ყველაფერი“ , განაცხადა გიორგი ყიფიანმა. შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი წლის წინ გავაშელიშვლს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ფეხბურთელმა დაავადება დაძლია და ერთი წლის შემდეგ პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის „დინამოს“ გამარჯვების გოლი გაუტანა.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)