|
2020-09-21 17:18:57, 672 ნახვა
სამართალი
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულების ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან დანაშაულის ჩადენას. „საქმეში არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებს მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. მე გეტყვით, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ბრალდებულების ვალი და როდესაც მოხდა ვალის მოთხოვნა იმისათვის, რათა აერიდებინათ ვალდებულება და არ გადაეხადათ, განახორციელეს ცრუ დასმენა თითქოს მათზე განხორციელდა შანტაჟი და ძალადობა“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არ მოეპოვება სათანადო მტკიცებულებები, სიცრუეა. „დაცვის მხარის პოზიციას თითქოს ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არ მოეპოვება სათანადო მტკიცებულებები, რაც ცალსახად ადასტურებს თითოეული ბრალდებულის ბრალადშერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადებას არის სიცრუე“, - განაცხადა გრიგოლ ნინიაშვილმა. ცნობისთვის, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულია მეოთხე პირიც, რომელიც გუშინ დააკავეს და მას ბრალს დღეს წარუდგენენ ბრალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)