|
2020-09-21 17:03:55, 640 ნახვა
სამართალი
რამიშვილი - პროკურატურას გადავცემ ოქმს, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი აღწერს, როგორ აძლევდა მითითებებს თამარ ბაჩალიაშვილს
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დეტალურად, აღწერს, როგორ გადასცემდა „ფლეშკას“ და აძლევდა მითითებებს თამარ ბაჩალიაშვილს. რამიშვილის განცხადებით, ამაზე სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ოქმში დეტალურად საუბრობს. რამიშვილი ოქმს პროკურატურას გადასცემს. „დღეს მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი და რომელიც პირადად, დეტალურად, აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა გარკვეული წლების წინ, „ფლეშკებს“ და როგორ აძლევდა მას მითითებებს. გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმში წერია და დაველოდები, რას მოიმოქმედებს გამოძიება. ეს ადამიანი მუშაობდა იმ სფეროში, რა სფეროც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან", - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)