|
2020-09-21 15:55:54, 498 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე - ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და რაც მთავარია, კორუფციული მადა
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე, ხელსიუფლების დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კორუფციაზე საუბრობს. აბესაძის თქმით, ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში დატოვა მრავალი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოიპარა ათეულობით მილიონი ლარი და ახლა პრემიერ მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, რომ კვლავ მიეცეთ შანსი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უპასუხისმგებლობა, უტიფრობა და კორუფცია, რის შეცვლასაც სჭორდება გარდამტეხი ცვლილებები. „ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საზოგადოების უტიფრად მოტყუების, თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკას, პრემიერი გახარია, ახლა ეხვეწება საზოგადოებას, რომ მომდევნო 8 წლის განმავლობაში მიეცეთ შანსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, როდესაც გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მათი უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და რაც მთავარია, კორუფციული მადა, როდესაც ათეულობით მილიონი ლარი იქნა მოპარული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ამის კარგი მაგალითია სოფელი პატარა სამსარი, სადაც გაზიფიკაციის სამუშაოები დღემდე დასრულებული არ არის, წელს სეტყვამ 100%-ით გაანადგურა მათი მოსავალი და ეს ადამიანები რომ უბრალოდ ზამთარში არ გაიყინონ 3000 ლარის შეშა დასჭირდებათ, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ მოახერრხა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დამთავრება და სოფლის სრულად გაზიფიცირება. ეს უტიფრობა, უპასუხისმგებლობა და კორუფცია არის რაც მოიტანა ქართულმა ოცნებამ და რაც მნიშვნელოვნდა უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე და ახალი ხელისუფლება, ახალი კოალიციური მმართველობა, რათქმაუნდა, სწარფად დაკავდება პატარა სამსარის და ყველა სოფლისა თუ ქალაქის პრობლემების მოგვარებით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)