|
2020-09-21 15:25:47, 616 ნახვა
პოლიტიკა
მეც არ მჯერა კოალიციური მთავრობის - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ეთანხმება
დღეს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ არჩევნები მაღალი შედეგით დაასრულოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მთავარი ოპოზიციური კონკურენტი. „ზოგადად მაგაში ვეთანხმები, არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე რომ, არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი კონკურენტი, დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია ვისაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური კულუარები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია და დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)