|
2020-09-21 12:58:48, 495 ნახვა
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე - გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით ახლა რა კეთდება
„გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით ახლა რა კეთდება“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების" დროს დაიწყო გზების, წყალისა და გაზის პრობლემის მოგვარება. „მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, უამრავი საქმეა გაკეთებული, არნახული საქმე. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, , ჩუმათელეთის", გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას - ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას. რაც შეეხება ადგილობრივ გზებს - გეტყვით, რომ უმეტეს სოფლებში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს - ეს მოთხოვნები ყოველ დღე ძლიერდება და ეს სწორია იმიტო, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად მოთხოვნაც გასაგებია. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებას" აქვს საშუალება , ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების" დროს დაიწყო ეს საქმეები. გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება. ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების - ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი . ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით. დღეს „ქართულ ოცნებას" ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო”, - განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)