2020-09-21 10:36:43, 1134 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი გაიხსნა
დღეს ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტაძარი კორონავირუსის გამო 6 თვის განმავლობაში დახურული იყო, რაც თაჯ-მაჰალის დაკეტვის ყველაზე დიდი პერიოდია.
დღეიდან ტაძარი მხოლოდ 5,000 ვიზიტორს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კოვიდ19-ის გამო მიიღეს. თაჯ-მაჰალი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და პანდემიის დაწყებამდე ის ყოველდღე 70 000-მდე ტურისტს მასპინძლობდა.
ცნობისთვის, ბოლოს თაჯ-მაჰალი მოკლე დროით დაიხურა 1978 წელს, როდესაც დაიტბორა ქალაქი აგრა, სადაც ის მდებარეობს. მანამდე კი ძეგლი რამდენიმე დღით დაიხურა 1971 წელს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის დროს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან