|
2020-09-20 22:52:31, 3772 ნახვა
სპორტი
რუსეთის დუმის დეპუტატი - მარცხის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური მოტივებია, სად იყურება UEFA?
„მარცხის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური მოტივებია, სად იყურება UEFA?“ , - ასე გამოეხმაურა მოსკოვის „დინამოს“ მარცხს თბილისის „ლოკომოტივთან“ რუსეთის დუმის დეპუტატი, იგორ ლებედევი. მან ასევე აღნიშნა, რომ სირცხვილი იქნება „ლოკომოტივი“ ჩგუფში მოხვდეს და თამაშები „მესხის“ არენაზე გამართოს. “მარცხის მიზეზად უამრავ არგუმენტს დავასახელებ დაწყებული პოლიტიკური მოტივებით და დამთავრებული საშინელი ბალახის საფარით. ღმერთმა არ ქნას და თუ ''ლოკომოტივი'' ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, თამაშები ამ მინდორზე უნდა ჩაატაროს? სად იყურება UEFA? ჩვენი კლუბები მზად არიან ძვირადღირებული მოთამაშეები შეიძინონ, მათ ტრანსფერებში დიდი თანხა გადაიხადონ, თუმცა არ არიან მზად თუნდაც ''ლოკომოტივის'' დონის გუნდების ბარიერი დაძლიონ. მარცხის მიზეზი მეტოქეში არ უნდა ვეძებოთ, პრობლემა რუსეთის პრემიერ ლიგაშია. რუსულ ფეხბურთში, რუსულ კლუბებში, მათ სავარჯიშო სისტემებში პრობლემებია, რასაც ევროპულ ტურნირზე ასპარეზობა ადასტურებს” , - განაცხადა იგორ ლებედევიმ. ასევე შეგახსენებთ, რომ იგორ ლებედევი ის რუსი დეპუტატია, რომელმაც ქუთაისი „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და „რუსთავს“ UEFA-ში უჩივლა. მან ფეხბურთელების დასჯა მოითხოვა, მიზეზი ანტისაოკუპაციო მაისურებით მოედანზე გასვლა იყო, თუმცა UEFA-მ დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)