11:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 16:12:37, 655 ნახვა

საზოგადოება
თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მონაწილეობდა.

მაია ბითაძის განცხადებით, ამ სახის ინიციატივებს მერია მხარს მომავალშიც დაუჭერს.

„ყველა ჩვენი პარტნიორი, როგორც საერთაშორისო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს ჩვენთან ერთად არიან.  ვფიქრობ, თითოეული ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებასა და იმ საქმეში, რასაც სუფთა თბილისი და სუფთა ჰაერი ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მობილობის ევროპული კვირეულის  მოწოდებაა „ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის“. ღონისძიება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით და  გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

2002 წლიდან, სექტემბერში, ევროპის ბევრი ქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს აღნიშნავს. კამპანია შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს ქალაქებისთვის, მოსახლეობას წარუდგოს მდგრადი მობილობის ალტერნატივები და ახსნას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში, ხდება ახალი სატრანსპორტო ღონისძიებების წარდგენა და ინფორმაციის გავრცელება მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე. თითოეული მათგანის მიზანია, სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარების გზით მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics