13:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 23:45:28, 679 ნახვა

სამართალი
პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეზე - ფურცხვანიძე ვერ იხსენებს წყაროს, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა

„ფურცხვანიძე ვერ იხსენებს წყაროს, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა“ , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დავით ფურცხვანიძის გამოკითხვიდან გამოსულმა პროკურორმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, გამოძიებამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხები დასმულ კითხვებზე.

„ჩვენ მიერ არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული რეალური წყარო, საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც გამოძიებამ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება, წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

წყაროს ვერ ასახელებს. საუბარია გაურკვეველ პირებზე. თუმცა მათი საქმიანობა, კავშირები, რას წარმოადგენენ ეს პირები, რამდენად არიან შემხებლობაში საქმესთან ან რა დაინტერესება აქვთ ჩაერთონ ამ საქმეში, ფურცხვანიძემ ჩვენ ვერ დაგვისახელა.

მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა, არც ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ფოტომასალაზე, რომელიც ადვოკატს ფურცხვანიძემ მიაწოდა, სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics