18:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 18:19:18, 639 ნახვა

სამართალი
დავით ფურცხვანიძე პროკურატურაში დაასახელებს წყაროს, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა

დავით ფურცხვანიძე დღეს პროკურატურაში დაასახელებს წყაროს ვინაობა, რომელმაც ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა.

როგორც ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილი კარგი სისტემატიკოსი იყო და მისი გარდაცვალება ფინანსურ ტრანზაქციებთანაა დაკავშირებული.

„დასახელდება პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოსაათვის და არა საჯაროდ. მე მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს ძირითადად საერთაშორისო ფორმატში. ბაჩალიაშვილის საქმე მაინტერესებდა, რადგან ის ეხებოდა მსხვილ ფინანსურ აფიორას და თამარი იყო ის სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. ის თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი და გარდა ამისა, ძალიან კარგი სისტემატიკოსი იყო. თვითონ წყაროც სერიოზულია და აქ გაყალბების არანაირი აუცილებლობა არ იყო“, - განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics