|
2020-09-19 12:18:15, 575 ნახვა
სამართალი
პირს, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, დღეს გამოკითხავენ
"სპუტნიკ საქართველოს" დამფუძნებელს, დავით ფურცხვანიძეს მაგისტრი მოსამართლით თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ. ფურცხვანიძე თბილისის პროკურატურაში გუშინ იყო დაბარებული, მაგრამ მან ჩვენების მიცემა სასამართლოში მოითხოვა. „ბაჩალიაშვილის საქმე არის ეპიზოდი იმ დიდ საქმეში,რომელსაც მე და ჩემი სტრუქტურა ვიძიებთ. ეს არის დაკავშირებული დიდ ფინანსურ აფიორასთან უკავშირდება არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებს“, - განაცხადა ფურცხვანიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მას სატელიტის ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. აღნიშნული ინფორმაცია რამიშვილმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც პროკურატურაში განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ აღნიშნული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებულია და 2019 წლით თარიღდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)