|
2020-09-18 19:21:58, 633 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
"ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა", - დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა. ინაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი საინფორმაციო გაშუქების უფლება და საშუალება უნდა მიეცეს. "მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს საქართველოში არჩევნები არ ტარდება. ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა იარლიყებით და მეორე მხრივ, ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა. მაგალითად, დღეს ჩვენს ბრიფინგს არ ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ევალება თანაბრად გააშუქოს ყველა საარჩევნო სუბიექტის აქტივობა. პრაქტიკულად, არის მცდელობა, რომ საერთოდ გაგვაქრონ საინფორმაციო ველიდან. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა საარჩევნო პრეზენტაცია ქუთაისში, 5000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა ამ ღონისძიებას და ეს ფაქტი ტელევიზიების და სახვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მხრიდან სამარცხვინოდ გაშუქდა. ყველა არხი აშუქებდა პროვოკაციულ პერფორმანსს - ბორშის ინციდენტს და არა მოვლენას, რომელზეც მოწვეული გვყავდა ტელევიზიები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მინდა მივმართო: ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი საინფორმაციო გაშუქების უფლება და საშუალება ჰქონდეს. მოვუწოდებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩვენი კლიპების რევიზიით კი არ დაკავდეს, არამედ უზრუნველყოს წინასაარჩევნო აგიტაციის თანაბარი გაშუქების პროცესი. იმედი მაქვს, რომ უწყებათაშორისი კომისია დაიწყებს მუშაობას და ჩვენ ამ განცხადებით შევალთ უწყებათაშორისი კომისიის პირველივე სხდომაზე. მესმის, რომ საქართველოში ყველა ტელევიზია ბერკეტია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხელში, მაგრამ ნუ დავკარგავთ ობიექტურობის განცდას და გავაშუქოთ პროცესები სამართლიანად და ობიექტურად", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)