05:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 18:30:17, 429 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  საზოგადოებას "რთველი 2015"-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის,  დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობის დეპუტატი  გიორგი ღვინიაშვილი და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა"  პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. 
"ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რაც მოხდა გორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემო ძვირფასებო,  არ გაქვთ თქვენ იმის უფლება, რომ იდგეთ ასეთი პრობლემების დროს და ნიანგის ცრემლები ღვაროთ ყურძენთან დაკავშირებით. როდესაც თქვენ აბსოლუტურად არ გადარდებთ. ისე არ გადარდებთ თქვენ ყურძნის ფასი, როგორც გლეხებს აფრიკაში ბანანის ფასი.თქვენ უბრალოდ გინდოდათ, რომ ეს პროვოცირება მოგეხდინათ და ძალიან გულდასაწყვეტია. არ გაქვთ მორალური უფლება, რომ მევენახეების გვერდით იდგეთ. მოვუწოდებ ყველას, მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს",-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გელა გელაშვილმა.
მანვე სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა, მიეწოდებინათ ინფორმაცია, 9 წლის განმავლობაში  მევენახეობის კუთხით "ნაციონალურ მოძრაობას" რა თანხები აქვს ჩადებული.
ამ განცხადებებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი ბობოხიძე გააღიზიანა. ზურაბ ტყემალაძემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარბაზის დატოვებით დაემუქრა.
ამასთან, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ გიორგი  ღვინიაშვილთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, არასწორად იქნა გაგებული.
"პრემიერს სულ არ უხსენებია ღვინიაშვილი, ტექსტი გამომიგზავნეს ვნახე. მოაშორეთ პროვოკატორებიო,  კანონის სრული დაცვით, ასე თქვა.თუ თქვენ ღვინიაშვილი პროვოკატორი გგონიათ, ეს თქვენი პრობლემაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics