2020-09-18 14:09:38, 627 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აბსურდია
„ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აბსურდია“, - ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი Радио Sputnik-ში ავრცელებს.
მისივე განცხადებით, კრემლში ამ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვის დაჯერებას არ აპირებენ.
„ამ საქმის ყველა ისტორიაში ძალიან ბევრი აბსურდია, შეუძლებელია რამე დაიჯერო. შესაბამისად კრემლში ჩვენ არაფრის დაჯერებას არ ვაპირებთ. ყველა ქვეყანამ ერთად უნდა გადაწყვიტოს ამ საქმის ბედი “,- აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, რომ ნავალნის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სამხედრო მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საწამლავით მოწამლეს, თუმცა საქმე ბოლომდე ჯერ არ არის გამოძიებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,