|
2020-09-18 13:57:18, 678 ნახვა
კომენტარი
ბოკერია თურნავას - რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება, რომ გადასახადების რეალური დაწევა განიხილოთ?
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით მისულ ნათია თურნავას მიმართა. გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანაშა არის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ხოლო ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უტიფრად აგრძელებს თვითკმაყოფილებას და ტყუილის ტირაჟირებას საზოგადოებაში. "თქვენი მთავრობის მონაცემებით 2016-2019 წლამდე სადღაც 45 ათასით შემცირდა ოფიციალური დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 33 ათასით ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ეკონომიკის შემცირებამ -12 % შეადგინა. მე მინდა თქვენ გვითხრათ ზღვარი, რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ სამასი მილიონი დავტოვეთ ეკონომიკაშიო, 6 მილიარდი არის დაკარგული და 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს? ეს ბალანსი თქვენი აზრით პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და მეწარმეები დგანან? საშუალო კლასი და გაჭირვებული ხალხი? რა ზღვარს უნდა აცდეს კრიზისი და გაჭირვება, თქვენ რომ ტვირთის შემსუბუქება განიხილოთ და 300 მილიონი რანაირად პასუხობს 6 მილიარდიან დანაკარგს?! ისევ უტიფარი ტყუილი, ვწუხვარ რომ ეს უნდა გითხრათ. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ თურმე მესამე ადგილზეა საგადასახო ტვირთით საქართველო, რაზე გაქვთ გათვლა, რომ ამ სიცრუეს უბრალოდ არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერ-მინისტრი, თქვენი გუნდის ლიდერი, ლიდერი კი არა, ლიდერის ერთ-ერთი ასისტენტი, ივანიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი, მან გაიმეორა სიცრუე, ჩვენ მას მივუთითეთ რომ თქვენ ცრუობთ. გადასახადებს საერთო ტვირთით საქართველო არის 119-ე თუ 118 ადგილზე. ამ სიცრუეს რა აზრი აქვს ჩვენს მოქალაქეებს რითი უმსუბუქებს მდგომარეობას?", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)