|
2020-09-18 13:34:10, 907 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ადაპტაციის ეტაპზე გადავდივართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეული მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და გადავდივართ ადაპტაციის ეტაპზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველია, სადაც უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღებისა და აღდგენის ნიშნები. „ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის ეტაპზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით დრო მოვიგეთ, გაცილებით მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებული, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას. რა თქმა უნდა საქართველო არის გლობალური და რეგიონალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენს ეკონომიკასაც საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მაგრამ ამ გამოწვევის ეფექტიანი მართვის შედეგად რეგიონში ვართ ერთ-ერთი პირველები, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, დიდი პრობლემა გვიდგას, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს. მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები ჩვენთან უკვე სახეზეა. ამით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ეს უნდა დავინახოთ, უნდა გავაძლიეროთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)