06:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 11:41:53, 423 ნახვა

პოლიტიკა
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  შეხვედრა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გაიმართა. ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. საუბარი შეეხო არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მათ როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია და მათი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის საკითხი. ახალგაზრდა თაობა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რათა მათი იდეები, რეალურ საქმედ იქცეს, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ"- განაცხადა, რესან კონცელიძემ.

ახალგაზრდებთან შეხვედრას, ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედრა  კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics