11:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 10:45:20, 655 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

ხიდზე განთავსებული კორპუსის შიდა ეზოს დაზიანებული ნაწილი, როგორც ხიდით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის, ასევე, აქ მცხოვრები დაახლოებით, 65 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება კონსტრუქციის გამაგრების შესახებ, რის შემდეგაც მოსახლეობას ეს პრობლემა მოუგვარდა.

სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენ-სერვისმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 380 355 ლარი გაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს  გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - გულია გოცირიძესთან, ლევან კობიაშვილთან და ოთარ გრიგოლიასთნ ერთად ადგილზე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics