2015-09-15 17:28:22, 740 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე “TATA POWER”-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს “TATA POWER”-ის აღმასრულებელ დირექტორს აშოკ სეთთანს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას “აჭარისწყალი ჯორჯიას” პროექტის დირექტორის მოადგილე ნარეშ თელგუ და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამემნტის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია ესწრებოდნენ.
“TATA POWER”-ის აღმასრულებელი დირექტორი აშოკ სეთთანი აჭარაში მიმდინარე ჰესების მშენებლობასთნ დაკავშირებულ დეტალებს გაეცნო და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისათვის. ასევე გამოთქვა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან