|
2020-09-17 16:28:20, 544 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური - ტყუილია, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ტყუილია, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციურ (გლდანის) დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და აქციის ორგანიზატორთა მხრიდან სავარაუდოდ, აქციაზე მეტი ადამიანის მოსაზიდად გამიზნული ქმედება. სინამდვილეში, დღეის მდგომარეობით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი მსჯავრდებული (ორმა მათგანმა შიმშილობა 14 სექტემბერს, ორმა - 15 სექტემბერს, ხოლო ერთმა - 16 სექტემბერს გამოაცხადა) და ერთი ბრალდებული (რომელმაც შიმშილობა 16 სექტემბერს გამოაცხადა) შიმშილობს. ხუთივე მსჯავრდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზეზი არის მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ხოლო ბრალდებულის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზი არის სასამართლო პროცესის დროულად ჩანიშვნის სურვილი და, ბრალდებულის თქმით, მისი დაკავების უკანონობა. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ მსგავსი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მითუმეტეს ისეთი, რომელმაც შესაძლოა პატიმართა ოჯახების შეშფოთება ან პენიტენციური დაწესებულების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)