02:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 16:14:14, 926 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს და სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდაჭერას უცხადებს

ევროპარლამენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში რეზოლუციის შესაბამის შეთანხმებულ ტექსტში.

17 სექტემბრის სესიაზე დეპუტატებმა მოითხოვეს ევროკავშირისგან, მიიღოს სანქციები ბელარუსისა და რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს უჭერენ მხარს.

„ეევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღონ ეფექტური სანქციები ყველა იმ ბელარუსის მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავე არიან არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში. ამასთანავე, შეისწავლონ ყველა ის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დადანაშაულებულნი არიან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერაში“, - წერია რეზოლუციის ტექსტში.

ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს მინსკს მარია კოლესნიკოვა და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და საკოორდინაციო საბჭოს.

რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა 574 ხმით 37 წინააღმდეგ მიიღეს, 82 კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics