|
2020-09-17 15:10:10, 756 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ეკონომიკის აღდგენის პროცესი მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მკაცრ შეზღუდვებს მთავრობა აღარ დააწესებს. გახარიას თქმით, დღეს პრიორიტეტია ეკონომიკის აღდგენა. „ბოლო პერიოდში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად მართვადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა როგორც ყველგან. დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. დღეს პრიორიტეტი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ეს შეუძლებელია წესები დაცვის გარეშე - პირბადის ტარება, ჰიგიენის დაცვა. მძიმე შეზღუდვები პირველ ეტაპზე მაშინ, როდესაც იყო ათეული შემთხვევები, იყო აუცილებელი, რათა გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ვირუსის გავრცელება დროში შეგვეჩერებინა. უნდა შევთანხმდეთ, რომ რიცხვებმა არ უნდა შეგვაშინოს და არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)