2020-09-17 15:08:06, 722 ნახვა
ეკონომიკა
პირველი ოქტომბრიდან Wizz air-ი ქუთაისი-რიგის მიმართულებით იფრენს
პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან გავხსნით პირდაპირ რეისს რიგის მიმართულებით, რომელსაც შეასრულებს Wizz air, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კეთდება იმისთვის, რათა ეკონომიკა უფრო სწრაფად ამოძრავდეს.
„დღეს გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ეს იქნება Wizz air. ეს იქნება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს უფრო სწრაფად. ეს კეთდება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან