14:09 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 14:51:48, 588 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დიჯეიმ და ლერი მჭედლიძემ სასამართლოში ჩვენება მისცეს

შაქარაშვილის საქმეზე დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ და ლერი მჭედლიძემ სასამართლოში ჩვენება მისცეს.

კონსტანტინე ღიბრაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ დაუნახავს დაპირისპირებისას ვინ დაარტყა.

„რაც წინა ჩვენებებზე მქონდა ნათქვამი იგივე განვაცხადე დღესაც. არ ვიცი ვინ დამარტყა, არ დამინახავს კონკრეტულად არაფერი.

როგორ ვისაუბრო ჩემს დაზარალებულობაზე, როცა ასეთი ამბავია მომხდარი. ჩემი აზრით არ არის სწორი“, - განაცხადა დიჯეიმ.

ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა გრძელდება. ამ დროისთვის დახურულ სხდომაზე ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი პირველი ინციდენტის ეპიზოდში დაზარალებულად არის ცნობილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics