2015-09-15 17:19:06, 389 ნახვა
პოლიტიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4170 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4015 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0155 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ 2.7315 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7185 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0130 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან