14:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 14:21:08, 554 ნახვა

ეკონომიკა
ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურებაზე - კრიზისის გამოსწორება ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლარის გაუფასურებას და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეხმაურება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი არის შედეგი ივანიშვილის ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც კორონაკრიზისის არასწორმა მართვამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის გარდამტეხი ცვლილებები და არა ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები.

„ვერანაირი 40 ან თუნდაც 80  მილიონიანი ინტერვენციები ეროვნული ბანკიდან ვერ დააკომპენსირებს იმ უზარმაზარ ზიანს, რაც ქართულმა ეკონომიკამ, ლარმა და ჩვენი მოქალაქეების ჯიბემ  მიიღო განვლილი 8 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა დაასუსტა ჩვენი ეკონომიკური იმუნიტეტი და  იმის ნაცვლად, რომ  კორონაკრიზისს, მაღალი ეკონომიკური ზრდით უფრო ჯანსაღად შევხვედროდით, ვხვდებით უფრო დასუსტებული ეკონომიკით და ბუნებრივია, კორონაკრიზისის პირობებში, მითუმეტეს იმ ჩაკეტვით რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, კიდევ უფრო სუსტად ვართ და კიდევ უფრო მეტ ზიანს იღებს ეკონომიკაც, ლარიც და ჩვენი მოქალაქეების ჯიბეც.

ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ამ ვითარების გამოსწორება, ეროვნული ბანკის ამგვარი ერთჯერადი ინტერვენციებით ვერ მოხერხდება“, - ზურაბ ჭიაბერაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics