15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 12:34:56, 500 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი დედაქალაქის სახელი ჰქვია ასეთ მნიშვნელოვან დროს UNWTO-ს მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც შეეხება გლობალურად მსოფლიო ტურიზმის მომავალს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მიერ მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ე. წ. „თბილისის დეკლარაცია" შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც  საქართველოს მთავრობა ატარებს, რათა ქვეყანა, ტურიზმი იყოს უსაფრთხო და ჩვენი როლი გლობალურ ტურიზმში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება გრძელდება ფორუმით, რომელსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან - ფორუმი ტურიზმის სექტორში  ინვესტიციების თემას ეძღვნება.

„საქართველო ამ მხრივ არის ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი და მზარდი ქვეყანა - ჩვენ პანდემიის დროსაც კი არ შევაჩერეთ ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო პროექტები, ათამდე ახალი სასტუმროო დაფინანსდა, იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან აქტიურად ეხმარება როგორც არსებულ, ასევე ახალ სასტუმროების პროექტებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან საინტერესო იყო ფორუმზე მოსმენა, რომ მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები, დიჯიტალიზაცია და მეტი ახალი ტექნოლოგიაა. მინისტრის შეფასებით, საქართველო ამ მხრივ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რადგან ძალიან ბევრი ელექტრონული პლატფორმა სწორედ კოვიდ-პანდემიის დროს დაინერგა, მათ შორის - „იმუშავე საქართველოდან," რომელიც მოუწოდებს „ფრილანსერებს," დისტანციურად დასაქმებულებს მთელი მსოფლიოდან, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობა საქართველოდან წარმართონ.

„ეს პროგრამა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ბიზნესვიზიტორების პლატფორმა და ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლებზეც მთავრობა და ჩვენი სამინისტრო მუშაობს. ასევე საინტერესოა ის პროგრამები, რომლებსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს და მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს - ეს არის აგროტურიზმის, ასევე სხვადასხვა მცირე სოფლის მხარდაჭერა, რაც მომავალში ძალიან საინტერესო იქნება უცხოელი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ახალი, უნიკალური ადგილების მონახულება ენდომებათ და რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics