2020-09-17 11:46:18, 9786 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე 2 200 პედაგოგიდან, კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ 1 011-მა ჩაიტარა
აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე 2 200 პედაგოგიდან, კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ 1 011-მა ჩაიტარა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, 1 011 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 7 დაუდასტურდა.
„ჩვენ ვიკვლევდით მასწავლებლებს, მაგრამ ისინი მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, რომლებიც აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდნენ აჭარაში და ისინი დაექვემდებარნენ გამოკვლევას და გამოსაკვლევად მივიდა მხოლოდ 1 011, ანუ 46% და 7 დადასტურება გვაქვს. ვთხოვთ იმ მასწავლებლებს, ვინც აჭარაში იმყოფებოდნენ, ტესტირება ჩაიტარონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან