02:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 10:29:51, 829 ნახვა

რეგიონი
გოჩა ენუქიძე - ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება.

დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს.

ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით, მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე შემსვლელ და რეგიონიდან გამომსვლელ მოქალაქეთა 24 საათიანი თერმოსკრინინგი.

აღნიშნული პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავის მიმდებარედ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში - სოფ. ტვიშისა და გელავერის უღელტეხილის ტერიტორიებზე.

,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის'', - განაცხადა გოჩა ენუქიძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics