12:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 10:03:12, 577 ნახვა

საზოგადოება
IRI - მოსახლეობის 82% კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მოქმედებებით

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

ეროვნული მასშტაბის კვლევა აჩვენებს მოქალაქეების კმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, ამავე დროს წარმოაჩენს მოქალაქეთა დიდ შეშფოთებას პანდემიის ეკონომიკურ გავლენასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის შემდეგ, მოქალაქეების განწყობები მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ არ შეცვლილა. საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის არჩევნებში ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები უბიძგებს, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი”, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მოქმედებებით (მათ შორის 37% „ძალიან კმაყოფილი“ და 45% „მეტნაკლებად“ კმაყოფილი).

2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოქალაქეთა 79% კმაყოფილი იყო მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიით (მათ შორის 41% „ძალიან კმაყოფილი“, ხოლო 28% „მეტნაკლებად“ კმაყოფილი). კითხვაზე, თუ რა არის მთავრობის უმთავრესი მიღწევა, რესპონდენტების დიდი ნაწილი (22%) სწორედ კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics