14:08 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 19:57:41, 855 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ყაზბეგში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყაზბეგში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ ინფორმაცია პროკურატურამ განუცხადა.

შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის" მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ.-ს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, მოკლა ა.მ.

სამართალდამცველებმა ვ.გ. 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
ავიაკომპანია Wizz Air უარყოფს საწვავის რისკების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics