|
2020-09-16 16:12:31, 813 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - საიდუმლო არ არის, რომ ოპოზიციურ ძალებს სუს-ის მანქანები დაყვება
საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. გიგა ბოკერიას თქმით, მასაც და მის გუნდის წევრებსაც ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები მათი ოფისის წინ, ასევე მათი მობილიზება საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქში. ბოკერიას თქმით, ეს არის მავნებლობა და უკანონობა, რომელიც არჩევნების შემდეგ უნდა დასრულდეს. „არაერთხელ შეუმჩნევიათ ჩემი გუნდის წევრებს აქ, ყველამ იცის და საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრებს, უყურებენ ამ ყველაფერს. ეს ვერ შეცვლის ქართველი ხალხის ნებას, ის დაკვეთა, რომ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ამით არ შეიცვლება. უფრო მეტიც, ეს არის დემონსტრირება იმისა,თუ რა უნდა შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში, რადგან ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, გარდა იმისა, რომ უკანონობაა ოპონენტების ამ ნიშნით თვალთვალი, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს რესურსი, ჩვენი გადასახადები, გამოიყენება არა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, არა კორუფციასთან და გარე მტრისგან სახიფათო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ამ მავბნებლობაში, სისულელესა და უკანონობაში. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)