|
2020-09-16 15:45:08, 1047 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება". დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია არ შესულა აქტიურ ფაზაში, უკვე ვხედავთ სხვადასხვა ფაქტებს ოპონენტებზე ზეწოლისა და დაშინების. „პირველ რიგში, ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ზეწოლით, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობით, ყველაფერი ჩვენ ვიხილეთ წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და დღეს, როდესაც ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს ოპოზიციასთან და ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს, ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს. ამის ნიშნები უკვე სახეზეა და რაც უფრო გამწვავდება და პიკს მიაღწევს საარჩევნო კამპანია, მით უფრო მეტ დარღვევას იხილავს ჩვენი საზოგადოება. მთავარი არის ის, რომ ვერანაირი დარღვევა, მოსყიდვა, ხელისუფლებას ვეღარ უშველის, რადგან მოსახლეობა შესულია იმდენად მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, რომ საზოგადოებაში არის მკაფიო დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით, მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება", - განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)