15:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 13:46:05, 915 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმება პროპაგანდისტული ფანდია

რასაკვირველია, ეს ტრიუკი,  პროპაგანდისტული ფანდია, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმებას ხელი იმ ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ.

„ვიღაცამ ირონიულად თქვა, რად უნდათ მემორანდუმი, სიტყვა თქვან, ეს ხომ ის ხალხია, სიტყვას არასდროს რომ არ არღვევს და ფურცელზე ხელმოწერა რა საჭიროაო. ეს ხუმრობაა, მაგრამ რეალობაა ის, რაც უნდა გავაანალიზოთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ხშირად, ე.წ. ივენთებს აწყობენ ხელის მოწერის, ხან განცხადებების და თითქოს, ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს ტრიუკი,  პროპაგანდისტული ფანდია და ამ ყველაფერზე საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს. არ მგონია, რომ ვინმე შეაცდინონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics