|
2020-09-16 11:11:46, 812 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა მიმართა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სხდომის გახსნის ღონისძიებაში ის ვიდეომიმართვით ჩაერთო და მონაწილეებს წარმატება უსურვა. „მივესალმები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს და საქართველოს მთავრობას. ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოსაჩენის საშუალებას“, - აღნიშნა ანტონიო გუტიერესმა. ამასთან, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მიმდინარე ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს, 15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)