|
2020-09-15 19:54:15, 1153 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - „მიშისტი” უკვე სექტანტად გადაიქცა - როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა ამ სულელ მანიაკს დაუჯეროს
“ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს”, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არათუ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, არამედ აქტიურ პოლიტიკაშიც ვერ დარჩება. „მიშას ამომრჩეველი უკვე სექტანტად გადაიქცა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მის ამომრჩეველთა რაოდენობა და საშიშ სექტად ყალიბდება. ამ სექტის წარმომადგენლები იყვნენ იგივე მელია და სხვები, რომლებიც პარლამენტის აღებას ლამობდნენ“ , - აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი ნგრევა, ზიანი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. „მან შეარცხვინა ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი და შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ თაობას, ჩიხში შეიყვანა და ახლო პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების შანსიც კი მოუსპო. რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს არის უდიდესი სიბრიყვე, ვინმემ, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ ეს სულელი კაცი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ უნდა დაბრუნდეს? ის არის ძებნილი, გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლმსაჯულების მიერ. რომელ დანაშაულებებში? - გირგვლიანის საქმე, 26 მაისის საქმე, გელაშვილის მკლელობამდე მიყვანა და ა.შ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)