|
2020-09-15 15:15:49, 987 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი უდიდესი სურვილია, ქუთაისს ჰქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სახეობაში
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისის საკალათბურთო კლუბის "ქუთაისი 2010" გუნდის წევრებს შეხვდა. „ქუთაისის საკალათბურო კლუბს არაერთი გამარჯვებით გაუხარებია ჩვენი ქალაქი. ვამაყობ, რომ 2014 წელს საქართველოს თასის და ასევე, სუპერთასის მფლობელები გახდით, 2015-2016 წლებში სუპერლიგის ჩემპიონობით გაგვახარეთ და 2017 წელს კვლავ საქართველოს თასი მოიპოვეთ. ქუთაისს აქვს საკალათბურთო სპორტის უდიდესი ტრადიცია. ჩვენმა ქალაქმა აღზარდა ლეგენდარული კალათბურთელები ოთარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და მრავალი სხვა, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ სრულიად საქართველოს. ჩვენი უდიდესი სურვილია, გვქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სფეროში, გვყავდეს წარმატებული საკალათბურთო გუნდი, მუდმივად ვიყოთ ჩემპიონები, რაშიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით“, - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა კალათბურთელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)