|
2020-09-15 14:33:14, 792 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი კრიტიკულები არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება. დავით ბაქრაძის თქმით, ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანს ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, თუმცა არიან კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ. „ევროპარლამენტის დოკუმენტშიც და ევროპარლამენტარების გამოსვლაშიც, მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, თუმცა ისინი არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც და რომელიც მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. გარდამტეხი ცვლილებების, რათა საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია მათ შორის ევროპარლამენტის დღევანდელ დოკუმნეტშიც. ამრიგად, ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე როგორც ქვეყნის შიგნით, ვითარება არის მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)