2020-09-15 13:31:18, 1033 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს
ალექსეი ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ სტატიას გაზეთი New York Times აქვეყნებს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსმა გამგზავრების შესახებ უკვე აცნობა გერმანიის პროკურატურას.
„ნავალნი, მთლიანად აანალიზებს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება და არ გეგმავს გერმანიაში დარჩენას. პოლიტიკოსმა გამგზავრების შესახებ უკვე აცნობა გერმანიის პროკურატურას. მას სურს დაბრუნდეს რუსეთში, რათა გააგრძელოს თავისი მისია“, - წერია სტატიაში.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს დადასტურდა ინფორმაცია ნავალნის ე.წ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საწამლავით მოწამვლის შესახებ. 14 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის მდგომარეობა უმჯობესდება და ის ძალიან მალე შეძლებს კლინიკის დატოვებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,