|
2020-09-15 12:50:26, 868 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე - უმძიმესი შეფასებებია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ
უმძიმესი შეფასებებია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპარლამენტის ანგარიშს. მისი თქმით, არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. „ევროპარლამენტარების განცხადება კიდევ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც იჩენს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი და პირველ რიგში, არჩევნებისადმი. არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. შეფასებები არის უმძიმესი. კვლავ არის ნახსენები, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნათქვამია, რომ ქვეყანაში კვლავ არის პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ მოუწოდებენ რომ განთავისუფლებული იქნას გიორგი რურუა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)