04:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 07:58:38, 848 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი: ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართული შეხვედრები ჩიქობავას და დარასელიას ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

,,დღევანდელი შეხვედრები ზუგდიდში ჩიქობავას და დარასელიას ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრით დავასრულეთ. ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების, ბუნების, რელიგიური საგანძურის და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ პოტენციალის ათვისებით, შესაძლებლობა გვექნება, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. დადიანების სასახლეთა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიცირება ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია", - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას, ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის საარცევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics