|
2020-09-14 15:17:25, 1556 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: NDI-ის კვლევა დამსახურებული შეფასებაა, რადგან „ქართული ოცნება“ მუდამ ხალხის სამსახურშია
ძალიან ობიექტური და დამსახურებული შეფასებაა, რადგან „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მუდამ ქართველი ხალხის სამსახურშია, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. მანვე ოპოზიციის წარმომადგენლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეალური პროგრამები და დაპირებები ჯერაც არ მოუსმენია საზოგადოებას. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ობიექტური და ადეკვატური შეფასება, რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ნდობას უცხადებს ჩვენს გუნდს და ეს არის დამსახურებული შეფასება, იმიტომ რომ, ეს არის გუნდი, რომელიც არის მუდამ ქართველი ხალხის სამსახურში და ჩვენი სამომავლო გეგმა და ხედვა არის სრულიად პასუხისმგებლობაზე და ადამიანზე დამყარებული და ჩვენ მუდმივად ჩვენს დაპირებაზე ვაგებთ პასუხს. ამას ხედავს ქართველი ამომრჩეველი, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იგივეს ჩვენს ოპონენტებზე, იმიტომ რომ ჯერაც ვერ მოვისმინეთ ვერც რეალური პროგრამები და დაპირებები, რომლის უკანაც ელემენტარული კოალიციური დაპირებები მაინც იდგება, აქედან გამომდინარე არის ეს შეფასებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)