|
2020-09-14 14:07:45, 1590 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ხდება ყველა ახალ შემთხვევაზე მიდევნება
აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კონტროლდება ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხდება მათი კონტაქტების მიდევნება. პაციენტების მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთო 6 სამედიცინო დაწესებულება. უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს ქ. ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში და ორ კარავში. მისივე თქმით, აჭარაში შემთხვევების მზარდი დინამიკაა და ძირითადად ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება. „რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი. „ჩვენ უკვე ავამუშავეთ სააავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)