|
2020-09-14 12:37:36, 1377 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - NDI-ის კვლევაში ნათლად ჩანს მოსახლეობის მზაობა ცვლილებებისთვის
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ NDI-ის კველაში ნათლად ჩანს მოსახლეობის მზაობა ცვლილებებისათვის. სერგი კაპანაძის თქმით, NDI-ის კვლევა ვერ გამოდგება პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია. „NDI-ს ეს კვლევა, სამწუხაროდ, პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად არ გამოდგება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობა არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, თითქმის 70%-ზე ადის. თუმცა, ნიშნადობლივი კვლევა არის რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის , რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ცვლილებების მოლოდინში, აქედან გამომდინარე ეს არ არის კარგი ამბავი ხელისუფლებისათვის. ასევე, ამ კვლევაში ჩანს, რომ ამ ადამიანებს აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები და აქაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ბოლო პერიოდში, მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ დახმარება რომელიც გაწეული იყო, არ იყო საკმარისი. ამიტომ, ხელისუფლებისათვის ეს კვლევა ნამდვილად ცუდი კვლევაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეთოდოლოგიური საკითხების გამო, პოლიტიკური რეიტინგების დასადგენად, ეს კვლევა ვერ გამოდგება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)