|
2020-09-14 12:28:20, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნებისთვის“ რეალურია არჩევნებზე 60%-იანი შედეგის მიღება
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან მყარი მხარდაჭერა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიისთვის რეალურია დაახლოებით 60%-იანი შედეგის მიღება არჩევნებზე, რასაც მოწმობს კვლევები, სადაც ასახულია საზოგადოების განწყობა. „ჩვენ გვაქვს მონაცემები სხვადასხვა წყაროდან და ყველა ეს წყარო მიუთითებს,რომ ჩვენთვის რეალურია დაახლოებით 60%-იანი შედეგის მიღება, შესაბამისად გამორიცხულია რაიმე ტიპის კოალიციის ფორმირება, საზოგადოება აფასებს ყველაფერს სხვადასხვა მიზეზის გამო, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან მყარი მხარდაჭერა ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული არის ამომრჩეველზე, თუმცა შეგახსენებთ, რომ სწორედ ამომრჩევლის განწყობას ასახავს ის სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ქვეყნდება სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, მათ შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)