04:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 11:24:26, 1434 ნახვა

პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის 59%-ს არ გადაუწყვეტია, არჩევნებში ვის მისცემს ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 59%-მა არ იცის ხმას ვის მისცემს.

36%-ს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, 3% აცხადებს რომ არ იცის, ხოლო 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია, მათ შორის 17% აქვს „ქართულ ოცნებას“, 5% „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე 5% სხვა პარტიებს.

გარდა ამისა, მოსახლეობის ის 73%, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, 39% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემს, 24% კითხვაზე პასუხს არ სცემს, 21% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 5% - არც ერთ პარტიას. 4% აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 6% სხვა პარტიებს.

„ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად

განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნულია NDI-ს კვლევაში.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics