|
2020-09-12 15:43:52, 2168 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება აპირებს, ეპიდსიტუაცია საკუთარ ინტერესებსა და არჩევნების თარიღს მოარგოს
ხელისუფლება აპირებს, ეპიდსიტუაცია საკუთარ ინტერესებს და არჩევნები თარიღს მოარგოს- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, მთავრობა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას არაადეკვატური და არათანმიმდევრული იყო. „მაშინ, როდესაც კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ავტომობილით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო. ახლა, როდესაც 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ არის ისეთი შეზღუდვები, როგორიც დასაწყისში იყო დაწესებული. ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ადამიანები შიმშილის ზღვარზე მივიდნენ. ხელისუფლება არათანმიმდევრულია, არ ითვალისწინებს ხალხის საუკეთესო ინტერესს. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გააბრაზებს საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ინტერესით დგას უფრო მაღლა, ვიდრეს ეს ბიძინა ივანიშვილს გონია“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)