|
2020-09-11 20:27:16, 2128 ნახვა
კომენტარი
იოსებ არჩვაძე - საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ გატარებული რეფორმები მიმართულია ეკონომიკური ზრდის სისტემურ წარმატებებზე
“საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ გატარებული რეფორმები მიმართულია ეკონომიკური ზრდის სისტემურ წარმატებებზე” , - ასე გამოეხმაურა სოციალურ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო ეფექტიანად უმკლავდება კორონოვირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს „საქართველოს გაუმჯობესებული რეიტინგი იმის არაპირდაპირი აღიარებაცაა, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით უფრო ეფექტიანად უმკლავდება კორონოვირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა მეტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ზემოხსენებული ადგილი და რამდენად დიდია კონკურენცია ქვეყნებს შორის, იქიდანაც ჩანს, რომ რამდენი ქულითაც ჩამორჩება საქართველო პირველ ადგილზე მყოფ ჰონგ კონგს (8.94 ქულა) იმდენივე ქულით უსწრებს იგი 53-ე ადგილზე მყოფ, ევროკავშირის არც თუ ყველაზე სუსტ რგოლს - უნგრეთს. ამ ორიოდე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიების შემდეგ უკვე სხვა, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პოზიტიურად მზარდ კონტექსტში მოხსენიება ადასტურებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მიმართულია არა კონიუნქტურულ, სეგმენტურ, არამედ ეკონომიკური ზრდის სისტემურ და შეუქცევად წარმატებებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)