|
2020-09-11 19:19:28, 2473 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე სააკაშვილზე - იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? ეს ნიანგი რატომ დაიჩაგრა? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს?
„იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? ეს ნიანგი რატომ დაიჩაგრა? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს?“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში სწორი და დროული იყო. “სადაც მადლობელია, მადლობა უნდა თქვას, სადაც მოსაბოდიშებელია, ბოდიში უნდა მოიხადოს, სადაც საჭიროა, უნდა გაიღიმოს. მიხეილ სააკაშვილის ბოდიში ბევრჯერ იყო. მათ შორის ბოდიში, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ შექმნა, ბოდიში მოიხადა ძალოვან სტრუქტურებში მომხდარი დანაშაულებებისთვის და გადაცდომებისთვის. ეს არის შემაჯამებელი ბოდიში, რომელიც ნიშნავდა, რომ მეტი შემეძლო გამეკეთებინა – ვერ გავაკეთე. ბევრი კი გავაკეთე – სასწორზე რომ დაიდოს კარგი და შეცდომები, ძალოვან სტრუქტურებში დაშვებულ შეცდომებს სიკეთე გადასძალავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო საჭირო კიდევ ერთხელ, რომ მას ეჩვენებინა, რომ წარსულის გააზრება კარგად შეუძლიათ ნაციონალურ მოძრაობას და თავად მიხეილ სააკაშვილს. იქნებ ნიანგი გულწრფელად ტირის? ეს ნიანგი რატომ დაიჩაგრა? რატომ გვგონია, რომ ნიანგს არ უჭირს? “ , - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)